2026 წლის ზაფხულის რეგისტრაცია დაწყებულია
5-იდან 15 წლამდე მოსწავლეებისთვის.
დასაწყისი: 22 ივნისი
აირჩიე სასურველი ხანგრძლივობა:
🔹 2 კვირა
🔹 4 კვირა
🔹 6 კვირა
🔹 8 კვირა
📌 რეგისტრაცია იწურება: 1 ივნისს
რეგისტრაციისთვის შეავსეთ ფორმა ან დაგვირეკეთ: 579 52 60 60

5-6 წლის ბავშვებისთვის (Preschool)

ეს ჯგუფი განკუთვნილია 5–6 წლის ბავშვებისთვის, რომლებიც ამ წელს ან მომავალ წელს იწყებენ სკოლას.
ჩვენი მიზანია, დავეხმაროთ პატარებს სკოლისთვის მყარი და თავდაჯერებული ნაბიჯით მომზადებაში.
🔹 რას ვასწავლით?
-
როგორ მოიქცეს ბავშვი გაკვეთილზე
-
მეგობრულად და თავდაჯერებულად ურთიერთობა თანატოლებთან
-
ანბანი, წერა და კითხვა
-
სახალისო მათემატიკა
-
ხატვა, ძერწვა და შემოქმედებითი უნარები
📚 ვემზადებით ისე, რომ სექტემბერში სკოლაში წასვლა იყოს სიხარულით სავსე
1-2 კლასი

ჩვენ ვიცით, რომ პირველი და მეორე კლასი ბავშვებისთვის ახალი გამოწვევებია — სწავლის ტემპი, საგნების სირთულე და ახალ გარემოსთან შეგუება ხშირად სტრესთანაც ასოცირდება.
სწორედ ამიტომ ვქმნით ჯგუფს, სადაც:
-
ბავშვები სტრესის გარეშე ივარჯიშებენ და გაიმყარებენ საფუძვლებს
-
ყურადღება მიექცევა წერა-კითხვის, მათემატიკისა და ინგლისურის გაუმჯობესებას
-
დაემატება ხელოვნება და მხიარული მეცნიერება, რათა სწავლა გახდეს საინტერესო და შთამაგონებელი
🎯 ჩვენი მიზანია, პირველკლასელებს და მეორეკლასელებს დავეხმაროთ თავდაჯერებულად, მშვიდად და მოტივაციით გაუმკლავდნენ სკოლის ახალ ეტაპს.
3-4 კლასი

ამ ასაკში ყურადღებას ვამახვილებთ ცოდნის გაღრმავებასა და შემოქმედებითი უნარების განვითარებაზე.
-
ლიტერატურა – კითხვა, გააზრება და მსჯელობა
-
კინოხელოვნება – იდეების გადმოცემა კამერის მეშვეობით
-
სალაპარაკო ინგლისური – გაკვეთილები ამერიკელ მასწავლებელთან
-
ლოგიკური მათემატიკა – ამოცანები, რაც აძლიერებს აზროვნებას
🎯 პროგრამა ამხნევებს ბავშვებს, რომ სწავლა იყოს საინტერესო, შთამაგონებელი და თვითგამოხატვაზე ორიენტირებული.
5-6 კლასი

ამ ეტაპზე ბავშვები უკვე იკვლევენ ცოდნას დამოუკიდებლად — ჩვენ ვეხმარებით, რომ ეს პროცესი გახდეს აზრიანი, სახალისო და მრავალმხრივი.
-
ლიტერატურა და თავისუფალი წერა – აზრების ფორმულირება და საკუთარი აზრის დაცვ
-
სალაპარაკო ინგლისური – კომუნიკაცია, დისკუსია და აქტიური მოსმენა
-
მათემატიკა – რთული ამოცანები ლოგიკისა და ანალიტიკური აზროვნების გასაძლიერებლად
-
მეცნიერება და ხელოვნება – პროექტებზე დაფუძნებული, შემოქმედებითი აქტივობები
🎯 აქცენტი კეთდება ცოდნის გამოყენებასა და რეალურ ცხოვრებასთან კავშირზე.
