top of page

რა არის მონტესორის მეთოდი?
 

ბავშვზე მორგებული სწავლება, რომელიც იწყება სიყვარულით.
 

მარია მონტესორის სწავლების მეთოდი უკვე 100 წელზე მეტია ცვლის მიდგომას ბავშვების განათლებისადმი მთელ მსოფლიოში.
 

1907 წელს დაარსებული Casa dei Bambini იყო პირველი სკოლა, სადაც მონტესორიმ გამოიყენა იდეა —
რომ ბავშვი სწავლობს ბუნებრივად, როცა მას აქვს თავისუფლება, პატივისცემა და სტიმულირებადი გარემო.

„მომეცი შესაძლებლობა, გავაკეთო თვითონ.“ - მარია მონტესორი
 

ვინ იყო მარია მონტესორი?

იტალიელი ექიმი და პედაგოგი, მარია მონტესორი (1870–1952) პირველი ქალი იყო, რომელმაციტალიაში სამედიცინო განათლება მიიღო.
მისი სწავლების მიდგომა ბავშვთა დაკვირვებაზე და განვითარების ბუნებრივი რიტმისპატივისცემაზეა დაფუძნებული.
 

რატომ მონტესორი?
  • ბავშვზე მორგებული სწავლება – ინდივიდუალური ტემპით და ინტერესით

  • მზრუნველი გარემო – საგანგებოდ მოწყობილი სივრცე ბავშვებისთვის

  • აღმზრდელი როგორც გიდი – არ სავალდებულო ავტორიტეტი, არამედ პარტნიორი

  • სწავლა თამაშით – პრაქტიკული აქტივობები, ხელით შესწავლა

  • თავისუფლება და საზღვრები – ბავშვი სწავლობს არჩევანის მნიშვნელობას

 

🌍 დღეს მონტესორი:
  • 100+ ქვეყანაში

  • ათასობით სკოლა

  • საჯარო და კერძო სექტორში

Kids with Capes

🎯 მიზანი

ბავშვების ჰოლისტურად განვითარება — შემეცნებითი, ემოციური, სოციალური და ფიზიკურიუნარების გაძლიერება დამოუკიდებლობის, ინტერესზე დაფუძნებული სწავლისა და ზრუნვის გზით.

                               🌿 მისია

შევქმნათ თბილი, ინსპირაციული და განვითარებაზე ორიენტირებული საზაფხულო სკოლა, სადაც თითოეულ ბავშვს ექნება ადგილი და ხმა. მცირე ჯგუფების, ინდივიდუალური მიდგომისა და მასტერკლასების მეშვეობით ბავშვები იკვლევენ სამყაროს, ავითარებენ ცნობისმოყვარეობას, პრაქტიკულ უნარებსა და ურთიერთობებს, მენტორთა მხარდაჭერითა და თავისუფალი არჩევანის საშუალებით.

                              💡 აზრი

შევთავაზოთ ალტერნატიული საზაფხულო გამოცდილება, რომელიც აერთიანებს მონტესორის ღირებულებებს – პატივისცემას, დამოუკიდებლობას და აქტიურ სწავლებას – თანამედროვე, ბავშვზე ორიენტირებულ ფორმატში, სადაც ცოდნა მოდის თამაშით, დაკვირვებითა და გამოცდილებით.

  • Whatsapp
  • Youtube
  • Facebook
  • TikTok
  • Instagram

17ა ილია ჭავჭავაძის გამზ.
თბილისი, საქართველო 

+995 579 52 60 60

შემოგვიერთდი

დაგვიკავშირდით

მადლობა, თქვენი ფორმა მიღებულია!

© 2025 by Montessori School.

bottom of page